16:50 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-03 11:25:12, 1885 ნახვა

საზოგადოება
ახალი ქართული ღვინის „GEORGIAN SUN“ -ის პრეზენტაცია გაიმართება

დღეს კომპანია „ვაზისუბნის მამული” წარმოგიდგენთ ქართული ღვინის ახალ ბრენდს „Georgian Sun“, რომლის პრეზენტაციაც მოწვეული სტუმრებისთვის 18:30 საათზე Hard Rock Café-ში გაიმართება. 
“Georgian Sun”  ქართული ღვინის ბრენდია, რომელიც საქართველოს ულამაზეს კუთხეში, კახეთში, სოფელ ვაზისუბნის განაპირას, მზის გულზე დაიბადა. 
მზის აღმნიშვნელი სიმბოლო უძველეს ქართულ ასომთავრულ დამწერლობაში, შვიდიდან ერთ-ერთი იდეოგრამის სახითაც გვხვდება -  . სწორედ ქართული მზით არის შთაგონებული კომპანია “ვაზისუბნის მამულის” ბრენდი “Georgian Sun”.
კახური მწვანე, რქაწითელი, საფერავი, ხიხვი და ქისი - საქართველოს  მზით ნაფერები ხუთი ენდემური  ჯიშია, რომელიც ვაზისუბნისა და მუკუზანის ზონებში გაშენებულ 33 ჰექტარზე, საკუთარ ვენახებში იკრიფება. ღვინის დამზადების პროცესში, მუდმივად არიან ჩართული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში  აღიარებული  ქართველი მეღვინეები, რომლებიც ვაზისუბნის მამულში თანამედროვე ევროპული ტექნოლოგიებისა და ლოკალური ტრადიციების შერწყმით ქმნიან ღვინოს - ქართული ხასიათით.“
კომპანია „ვაზისუბნის მამულის“ ახალი ბრენდი „Georgian Sun” აწარმოებს შემდეგი სახის ღვინოს: რქაწითელი - მწვანე (თეთრი მშრალი),საფერავი (წითელი მშრალი), საფერავი ალექსანდროული (წითელი მშრალი), ალაზნის ველი (წითელი ნახევრად ტკბილი), ქინძმარაული (წითელი ნახევრად ტკბილი), მუკუზანი (წითელი მშრალი).
უახლოეს პერიოდში შეგიძლიათ დააგემოვნოთ და შეიძინოთ ღვინო -  ქართული ხასიათით კარფურის, ნიკორას, ევროპროდუქტის ქსელებსა და  სხვა პრესტიჟულ ღვინის მაღაზიებში. 


(NS) 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics