00:29 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-03 10:40:20, 1989 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი პორტუგალიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

ლისაბონში ორდღიანი, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პორტუგალიის რესპუბლიკის პრემიერმინისტრს ანტონიო კოსტას შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას განსახილველ საკითხთა შორის  მთავარი თემები სავაჭრო - ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება - განვითარება და ორი ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის გამოყენების მნიშვნელობა იყო.

როგორც ქართულმა მხარემ შეხვედრისას აღნიშნა, ტურიზმის სფეროს განვითარების შესაძლებლობების ათვისება  და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გააქტიურება არა მხოლოდ გააფართოებს ხალხებს შორის ურთიერთობებს, არამედ ორმხრივი სარგებელის მომტანია.

მხარეებმა განიხილეს სხვადასხვა საერთაშორისო, რეგიონული პროექტები, მათ შორის, აბრეშუმის გზის პროექტის განვითარების მნიშვნელობა და იმსჯელეს საქართველო - პორტუგალიის, როგორც ორ საზღვაო ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის  სხვადასხვა ასპექტების ინტენსიფიკაციაზე.

საქართველოს პრეზიდენტმა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებაც ისაუბრა და ხაზი გაუსვა აშშ-ის პრეზიდენტის აქტის მნიშვნელობას, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გაძლიერებას.

გიორგი მარგველაშვილმა მნიშვნელოვანი უწოდა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან რუსეთზე უწყვეტი ზეწოლის აუცილებლობას და საერთაშორისო დღის წესრიგში საქართველოს საკითხის გააქტიურებას.

შეხვედრას საქართველოს დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ, რომლის შემადგენლობაში შედიან: პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, საქართველოს ელჩი პორტუგალიის რესპუბლიკაში რევაზ ბეშიძე, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, საპარლამენტო მდივანი  ანა დოლიძე და პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics