16:50 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-02 18:28:13, 1956 ნახვა

საზოგადოება
ეროვნული არქივი ოპერისა და ბალეტის თეატრის სპექტაკლებს ჩაწერს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სპექტაკლების აუდიო-ვიდეო ჩანაწერებს შექმნის.

ამ საკითხზე ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა და დირექტორმა ბადრი მაისურაძემ და ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს დღეს მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის ფარგლებში ეროვნული არქივი საოპერო და საბალეტო სპექტაკლების ჩანაწერებს საკუთარ ფონდებში შეინახავს. მკვლევართა დარბაზის მეშვეობით მასალა ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.

გარდა ამისა, ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ოპერის თეატრი არქივს გადასცემს სპექტაკლების აფიშებს, პროგრამებს და ყველა სხვა მედიამასალას. ამით, ერთი მხრივ, გაიზრდება ოპერის სახელმწიფო თეატრის დოკუმენტების დაცულობა და, მეორე მხრივ, გამდიდრდება ოპერისა და ბალეტის თეატრის საარქივო ფონდი, რომელსაც ეროვნული არქივი ინახავს.

აღსანიშნავია, რომ არქიტექტორ ლერი მეძმარიაშვილის ინიციატივითა და ოპერის თეატრის სახელით ეროვნულ არქივს გადაეცემა 1974-79 წლების თბილისის ოპერის თეატრის შენობის აღდგენა-რესტავრაციის სრული საარქივო მასალა (გეგმები, ნახაზები, კონცეფცია და სხვა დოკუმენტაცია).

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics