15:44 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-02 12:35:56, 1824 ნახვა

საზოგადოება
აჭარა სოფლის ტურიზმის ფესტივალს „განდაგანა“ უმასპიძლებს

6-7 ოქტომბერს, ბათუმში სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“  გაიმართება.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით,  ორი დღის განმავლობაში, ევროპის მოედანზე წარმოდგენილი იქნება აჭარული სოფლები თავისი პროდუქციით, ტრადიციებითა და სამზარეულოთი.

მათივე ცნობით, სპეციალური დეკორაციებით მორთულ მოედანზე სტუმრებს საშუალება მიეცემათ აჭარულ სოფლებში ქალაქიდან გაუსვლელად იმოგზაურონ.

ფესტივალზე ღია ცის ქვეშ წარმოდგენილი იქნება რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სოფლის ნობათით, კერძებით, სუვენირებითა და რეწვის ნიმუშებით, რაც ტურისტებსა და ტურისტულ სააგენტოებს წარმოდგენას შეუქმნით თუ რისი ნახვაა შესაძლებელი  მაღალმთიან აჭარაში მოგზაურობისას.

სოფლად ტურიზმის, ეკოტურიზმისა და ღვინის ტურიზმის თემატური კუთხეები მოეწყობა.   აჭარის რეგიონში წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა და უცნობი აჭარული კერძების პრეზენტაცია-დეგუსტაციები გაიმართება.  

ფესტივალის ფარგლებში ასევე გაიმართება კულინარიული მასტერკლასები, მხიარული კონკურსები და შეჯიბრები.

ევროპის მოედანზე მისული სტუმრების განწყობაზე კი ადგილობრივი ფოლკლორული ჯგუფები და მუსიკალური ბენდები იზრუნებენ.

(NS) 

 

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics