|
2017-10-01 12:20:07, 1943 ნახვა
პოლიტიკა
ოზურგეთის მერობის კანდიდატი მოჭიდავეებს შეხვდა
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ბეგლარ სიორიძე სპორტის განვითარების ცენტრში, ქართველ მოჭიდავეებს შეხვდა. მერობის კანდიდატთან ერთად, სპორტსმენებს ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე შეხვდა და აღნიშნული სფეროს მიღწევებზე ისაუბრა. „დღეს შესანიშნავი შეხვედრა შედგა. მოჭიდავეთა მხარდაჭერას ძალიან ვაფასებ. ოზურგეთი სპორტი სამ სახეობაში წარმატებებით ნამდვილად გამოირჩევა. ჩვენ მუდმივად ვგრძნობდით თქვენს თანადგომას დაარწმუნებული ვარ, მომავალშიც ასე გაგრძელდება“, - განაცხადა ბეგლარ სიორიძემ. შეხვედრას ასევე, პრეზიდენტის რწმუნებული გურიის მხარეში მერაბ ჭანუყვაძე, ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი დავით გრძელიშვილი, მსოფლიო ჩემპიონი მუხრან ვახტანგაძე და„ფალავანთა კლუბის“დირექტორის მოადგილე ავთო თავაძე ესწრებოდა. „სპორტული საზოგადოება ბეგლარ სიორიძის მხარდასაჭერად გაერთიანდა. ჩვენთვის კარგადაა ცნობილი, რას აკეთებდა და აქედან გამომდინარე, რას გააკეთებს იგი ამ მიმართულებით.სწორედ ამიტომ, მოჭიდავეთა ოჯახი იდგა და დღესაც დგას ბეგლარ სიორიძის გვერდით“, - აღნიშნა მუხრან ვახტანგაძემ. ოზურგეთის მერობის კანდიდატმა მოჭიდავეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)