|
2017-09-30 17:53:13, 2054 ნახვა
საზოგადოება
სოფელ კუმურდოში ადგილობრივებს შს მინისტრი შეხვდა - ამ დროისთვის, ვითარება განმუხტულია
ახალქალაქში, სოფელ კუმურდოში ვითარება განიმუხტა, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ტეა პერტაია ავრცელებს. მისივე თქმით, შს მინისტრი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. ახალქალაქის სოფელ კუმურდოში ადგილობრივ მოსახლეობასა და დაცვის პოლიციის თანამშრომლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც ეთნიკურად სომეხ მოსახლეობას მე-10 საუკუნის ტაძრის ეზოში შესვლა და ქვაჯვრების დადგმა სურდა. აღნიშნული ტაძარი არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, იმყოფება კულტურის სამინისტროს ბალანსზე და მას დაცვის პოლიცია იცავს. დაპირისპირების დროს დაცვის პოლიციამ საპატრულო პოლიცია გამოიძახა, ამის შემდეგ კი, ადგილზე სპეცრაზმის მისვლაც გახდა საჭირო. მისულ პოლიციელებს მოსახლეობამ ქვები დაუშინა, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. კიდევ რამდენიმე ადამიანი შსს-მ დააკავა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)