|
2017-09-30 12:38:50, 2774 ნახვა
საზოგადოება
დავით სერგეენკო იაშვილის კლინიკაში განახლებული ონკო-ჰემატოლოგიური დეპარტამენტის გახსნას დაესწრო
მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ფართომასშტაბიანი სარეკონსტრუქციო სამუშაოების შემდეგ, განახლებული ონკო-ჰემატოლოგიური დეპარტამენტის გახსნას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დაესწრო. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალ განყოფილებაში ონკო-ჰემატოლოგიურ სერვისებთან ერთად, სოლიდური სიმსივნეების მქონე პედიატრიული პაციენტების მკურნალობა იქნება შესაძლებელი. „რეკონსტრუქციის შემდეგ, მ. იაშვილს სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ონკო-ჰემატოლოგიური დეპარტამენტი 44 საწოლზე მოეწყო და უახლესი თაობის აპარატურით აღიჭურვა. განახლებული სამედიცინო ინვენტარის საშუალებით, ბავშვთა ასაკის ლეიკემიებისა და ლიმფომების დიაგნოსტირება მაქსიმალური სიზუსტით მოხდება. ახალგახსნილი განყოფილებაში სპეციალურად ბავშვებისთვის სათამაშო და სასწავლო ოთახები მოეწყო, ასევე გაკეთდა გასართობი სივრცე. განახლებულ დეპარტამენტში ამ დროისთვის მკურნალობას 26 პაციენტი გადის“, - აცხადებენ სამინისტროში. კლინიკაში ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიური დეპარტამენტი 1994 წელს საქართველო-გერმანიის მთავრობებს შორის, მოლაპარაკების საფუძველზე შეიქმნა. 20 წლის განმავლობაში სიცოცხლე მწვავე ლეიკემიით და ლიმფომით დაავადებულ 1000-მდე ბავშვს შეუნარჩუნდა. განახლებული დეპარტამენტი სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის სამედიცინო მომსახურების ხარისხის გააუმჯობესებას ისახავს მიზნად.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)