|
2017-09-30 10:55:35, 2274 ნახვა
პოლიტიკა
იუნკერი: მომდევნო 5 წელიწადში ევროკავშირში 27-ზე მეტი სახელმწიფო იქნება
ევროკომისიის პრეზიდენტის ჟან-კლოდ იუნკერის განცხადებით, Brexit-ის, მოლაპარაკებების საკითხების მოგვარებას, "სასწაული" დასჭირდება, - ამის შესახებ BBC იუწყება. იუნკერმა ევროკავშირის განვითარებაზეც ისაუბრა და დასძინა, რომ გაერთიანებას ახალი წევრები ეყოლება. "2019 წლის მარტის ბოლოდან, მას შემდეგ, რაც ბრიტანეთი ევროგაერთიანებას დატოვებს, ევროკავშირში 27 სახელმწიფო იქნება, თუმცა მომდევნო 5 წელიწადში 27-ზე მეტი“, - აღნიშნა იუნკერმა. შეგახსენებთ, რომ Brexit-ის პირობების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებები 19 ივნისს დაიწყო. გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმი 2016 წლის 23 ივნისს ჩატარდა. ამ გადაწყვეტილებას მხარი პლებისციტში მონაწილე მოქალაქეების ნახევარზე მეტმა დაუჭირა, რის შემდეგაც მაშინდელი პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი გადადგა - ის ევროკავშირიდან გასვლას ეწინააღმდეგებოდა. მისი ადგილი ტერეზა მეიმ დაიკავა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)