|
2017-09-29 21:30:29, 2217 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: ხელისუფლების მაღალ პრიორიტეტებს შორის არის ჩინეთთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელება
პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველო მზად არის ჩინეთთან კიდევ უფრო გააღრმავოს ურთიერთობები როგორც ეკონომიკის ასევე კულტურის და სხვა სფეროების მიმართულებით. როგორც კვირიკაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 68-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ჩინეთი საქართველოს სამ უდიდეს სავაჭრო პარტნიორს შორისაა და ქვეყნის ეკონომიკაში უმსხვილესი ინვესტორია. „2015 წელს ჩვენმა მთავრობამ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობასთან ერთად, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს“ წარმატებით უმასპინძლა და დიდი სიამოვნებით უნდა აღვნიშნო, რომ წელს, 28-29 ნოემბერს, თბილისი უმასპინძლებს „ერთი სარტყელი, ერთი გზის” მეორე ფორუმს“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის მოწინავე ეკონომიკის მქონე ქვეყანასთან კიდევ უფრო განავითაროს ურთიერთობები.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)