07:47 - 05 Nov, 2026
|
2017-09-29 17:49:20, 2424 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი უმრავლესობასთან შეხვედრისთვის მზადაა
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, კონსტიტუციასთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა. მისივე შეფასებით, უშიშროების საბჭოს ფარგლებში შეხვედრა საკმაოდ კონსტრუქციული იყო. ამასთან, გიორგი მარგველაშვილი მმართველ გუნდთან კონსტიტუციის საკითხზე შეხვედრის მზადყოფნას კვლავ გამოთქვამს: "კონსტიტუციური საკითხები ამ უშიშროების საბჭოს სხდომაზე არ განხილულა. მზადყოფნა შეხვედრისთვის ჩვენი მხრიდან დაფიქსირებულია. სავსებით კონსტრუქციული იყო დღევანდელი შეხვედრა",- განაცხადა პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, კონსტიტუციურ პროექტთან დაკავშირებით, რომელიც პარლამენტმა 117 ხმით 26 სექტემბერს დაამტკიცა, გიორგი მარგველაშვილმა "ქართულ ოცნებას" შეხვედრა შესთავაზა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)