|
2017-09-29 17:18:00, 3215 ნახვა
საზოგადოება
საკრებულომ მიწებთან დაკავშირებულ საკითხს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა, მხარი დაუჭირა
დედაქალაქის საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე პუშკინის სკვერთან მიწის ნაკვეთსა და თაბორის მთაზე 5 000 კვადრატული მეტრი ფართობის ტერიტორიისთვის ზონალურ ცვლილებას მხარი დაუჭირა. აღნიშნული საკითხის მომხრე 28 დეპუტატი იყო, ხოლო წინააღმდეგი 3. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, თავისუფლების მოედანზე, პუშკინის სკვერის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად და თაბორის მთაზე 5 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე საირიგაციო სისტემის მშენებლობისთვის ლანდშაფტური ზონის ცვლილება განხორციელდა. ცნობისთვის, კენჭისყრა და საკითხის განხილვა საკრებულოში დაპირისპირების ფონზე წარიმართა. მმართველი გუნდისა და ოპოზიციის დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. საკრებულოს მიერ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის პუშკინის სკვერის მიმდებარედ და თაბორის მთაზე მიწის გადაცემის საკითხის განხილვამ ოპოზიციის უკმაყოფილება და პროტესტი გამოიწვია. ხმაურის გამო, სხდომა თითქმის 2 საათის განმავლობაში ვერ იწყებოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც დაცვამ ოპოზიციის წევრები დარბაზიდან გააძევა, სხდომა განახლდა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)