23:34 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-29 15:27:01, 1995 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში  ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს

პრეზიდენტის რეზიდენციაში გიორგი მარგველაშვილის მოწვევით ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომას ესწრებიან საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი,  პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ,პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, საგარე საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე.პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი,  თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური, შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია შემდეგი საკითხების განხილვა: 1. საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობა 2018 წლისათვის; 2. სამხედრო აღმშენებლობასა და ქვეყნის თავდაცვის ორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა (2.1. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროგრესი; 2.2. საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა; 2.3. საქართველოს ეროვნული თავდაცვის გეგმის პროექტის საკვანძო საკითხები; 3. საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაბამისი ქვედანაყოფებისა და სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობა და იქ არსებული უსაფრთხოების გარემო; 4. რუსეთის ფედერაციის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული სამხედრო სწავლებები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მათი გავლენა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე; 5. მზადება ნატო-ს მომავალი სამიტისათვის. საკითხების მომხსენებლები თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და გენშტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური და საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე იქნებიან.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics