|
2017-09-29 15:21:26, 2181 ნახვა
საზოგადოება
„ენმ“-ის და „ევროპული საქართველოს“ ლიდერებს საკრებულოს სხდომათა დარბაზი იძულებით დაატოვებინეს
თბილისის საკრებულოს დაცვის თანამშრომლებმა „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატებს და მხარდამჭერებს დარბაზი იძულებით დაატოვებინეს. დარბაზის დატოვების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა: „ყველაფერზე ხელის მომწერები არიან, ნებისმიერ შემთხვევაში ოღონდ ბიძინა ივანიშვილს ასიამოვნონ. ორ ქალაქში ბოტანიკურ ბაღებზე ერთად მიიტანეს იერიში. უამრავი ადამიანია ამის წინააღმდეგი, ამას არ გავატანინებთ. სხდომას თვითონ შლიან, შეურაცხყოფებს გვაყენებენ“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა. თბილისის საკრებულოს სხდომის დაწყება ამ დრომდე ვერ ხერხდება. საკრებულოში ხმაური ერთ-ერთი საკითხის განხილვას. კერძოდ, დღევანდელ სხდომაზე ბიძინა ივანიშვილის მფლობელობაში არსებული კომპანიისთვის პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1 900 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის გადაცემის საკითხის განხილვაა დაგეგმილი. კომპანია ითხოვს, რომ მიწი ნაკვეთი ერთ ლარად გადაეცეს და სანაცვლოდ ადგილზე 1 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს, ასევე მოაწყობს რამდენიმე დონიან მიწისქვეშა პარკინგს.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)