22:33 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-29 13:22:08, 1939 ნახვა

პოლიტიკა
"ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი დიდი დიღმის მოსახლეობას შეხვდა

"ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს" საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი ავთანდილ ცინცაძე, დიდი დიღმის მესამე და მეოთხე მიკრორაიონებში მცხოვრებ მოსახლეობას და ახლომდებარე სოციალური საცხოვრისის მობინადრეებს შეხვდა.

მაჟორიტარობის კანდიდატი უბნის საჭიროებებს გაეცნო და მოსახლეობისგან სხვადასხვა სოციალური და ინფრასტრუქტურული გამოწვევების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.

როგორც მაჟორიტარობის კანდიდატმა აღნიშნა, სოციალური პრობლემების მოგვარების პარალელურად, აუცილებელად მოეწყობა და რეაბილიტირდება სკვერები და შიდა ეზოები.

ავთანდილ ცინცაძის თქმით, დეპუტატად არჩევის შემთხვევაში, იზრუნებს, დროულად გაიმართოს საკომუნიკაციო ქსელი.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics