|
2017-09-28 17:12:12, 2164 ნახვა
საზოგადოება
სდსს 20 ერთეული 2017 წლის ავტომანქანის შესაძენად 829 110 ლარს დახარჯავს
სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა 20 ერთეული ახალი ავტომანქანის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა. როგორც ტენდერშია გაწერილი, ავტომობილების ყიდვაზე ბიუჯეტიდან 829 110 ლარია გამოყოფილი. აღნიშნული გულისხმობს, იმას რომ თითო ავტომობილი საშუალოდ 41 455 ლარი დაჯდება. ავტომობილების შესყიდვების გამოცხადების თარიღად 19 სექტემბერი ფიქსირდება. ტენდერში მონაწილეობის მსურველთა წინადადებების მიღება უწყებაში 29 სექტემბერს და 2 ოქტომბერს 13:00 საათზე დასრულდება. ტენდერის პირობების თანახმად, ავტომობილების მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღის განმავლობაში უნდა მოხდეს. ამასთან, ტენდერში აღნიშნულია, რომ ოცივე ავტომობილი 2017 წელს უნდა იყოს გამოშვებული და მათზე მინიმუმ 3-წლიანი გარანტია უნდა ვრცელდებოდეს. საკითხთან დაკავშირებით "ექსპრესნიუსი" ბიუჯეტის დაგეგმვის, კონტროლისა და სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს უფროსის მოადგილეს, ვასილ მეგრელიშვილს დაუკავშირდა. როგორც მეგრელიშვილმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, 20 ახალი ავტომობილით, სამსახურის სარგებლობაში არსებული ავტომობილების ჩანაცვლება მოხდება. მისივე თქმით, ამ დროისთვის ექსპლუატაციაში არსებული ავტომობილები "დაძველდა". "ჩვენი სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე ავტომობილები მუშაობს სრული დატვირთვით და მათი ნაწილი აღარ მუშაობს. ზოგი იმდენად არის გაფუჭებული, რომ მათი გაკეთება ახალი მანქანის ყიდვის ტოლფასია", - განაცხადა მეგრელიშვილი.
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)