22:34 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-27 15:54:11, 1965 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი „ქართულ ოცნებას“ და პოლიტიკურ პარტიებს კონსტიტუციასთან დაკავშირებით კონსულტაციებს სთავაზობს

საქართველოს პრეზიდენტი მმართველი პარტიის თხოვნის საფუძველზე, მათივე ინიციატივის განსახილველად, "ქართულ ოცნებას" და ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ჩართული იყო საკონსტიტუციო პროცესში, ხვალ, 16:00 საათზე პრეზიდენტის სასახლეში კონსულტაციების გამართვას სთავაზობს.

"საქართვლოს პარლამენტის უმრავლესობამ გუშინ მიიღო კონსტიტუცია. ამ დოკუმენტის ხარვეზების შესახებ არაერთხელ გვისაუბრია. საკონსტიტუციო პროექტზე მუშაობის განმავლობაში პრობლემებზე მიანიშნებდა არამარტო პრეზიდენტი, არამედ მთელი ოპოზიციური სპექტრი, არასამთავრობო ორგანიზაციები და ვენეციის კომისია. ამ დროისათვის, ახლადმიღებულ კონსტიტუციაში ცვლილებებს ითხოვს მმართველი გუნდიც. ვინაიდან პრეზიდენტის მიზანი ყოველთვის იყო კონსტიტუციის მიღება საერთო თანხმობით, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტი, მმართველი პარტიის თხოვნის საფუძველზე, მათივე ინიციატივის განსახილველად, "ქართულ ოცნებას" და ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ჩართული იყო საკონსტიტუციო პროცესში, ხვალ, 16:00 საათზე სთავაზობს კონსულტაციებს პრეზიდენტის სასახლეში",  - განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

ეკა მიშველაძემ სტრასბურგის მოსამართლეების შერჩევის პროცესთან და მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით გიორგი ანდრიაძის განცხადებებთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა:

"სტრასბურგის მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით ჩვენ არაერთხელ დაგვიფიქსირებია, პრეზიდენტის ადმინისტრაციას არაერთხელ დაუფიქსირებია საკუთარი მოსაზრებები. ძალიან სამწუხაროა, რომ მთელი ეს პროცესი წარიმართა სამოქალაქო საზოგადოების, ასევე ადვოკატთა ასოციაციის, სახალხო დამცველის ძალიან ნეგატიური შეფასებებისა და დასკვნების ფონზე. ბოლოს მოგეხსენებათ, რომ კომისია არასამთავრობო ორგანიზაციებმა დატოვეს კიდეც და ამის მიზეზი პოლიტიზებული და გაუმჭვირვალე პროცესი იყო. ცხადია, როგორც მიმდინარეობდა მთელი ეს პროცესი ძალიან დამაზიანებელია ქვეყნის სახელმწიფოებრიობისათვის, სახელმწიფო ინტერესებისათვის, ვინაიდან ქვეყნის მიზანს უნდა წარმოადგენდეს ის, რომ ამ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ორგანიზაციაში გამჭვირვალე პროცესის საფუძველზე წარდგენილიყო ძალიან მაღალ კვალიფიციური კანდიდატები და ეს კანდიდატები არ უნდა აჩენდნენ არანაირ კითხვის ნიშანს, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, არამარტო კანდიდატები არამედ მთელი ეს შერჩევის პროცესი. რაც შეეხება მოქალაქეობის მინიჭების საკითხს... ზოგადად, მოქალაქეობის მინიჭება ხდება შესაბამისი პროცედურებით - იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩართულობით. ამ ადამიანს, რომელზეც იყო საუბარი ამ უწყებებისგან ჰქონდა ყველა დადებითი რეკომენდაცია და დასკვნები, ასევე საზოგადოებისთვის პატივსაცემი ადამიანები უწევდნენ მას რეკომენდაციას", - აღნიშნა ეკა მიშველაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics