|
2017-09-27 14:18:47, 1880 ნახვა
საზოგადოება
დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
27 სექტემბერს, პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოში უნგრეთის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ვიქტორია ჰორვატს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობასა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე. დიმიტრი ქუმსიშვილმა უნგრეთის ელჩს საქართველოში მისიის დაწყება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. პირველმა ვიცე-პრემიერმა სტუმარს გააცნო ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა და ისაუბრა საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმით მიმდინარე და დაგეგმილ ეკონომიკურ რეფორმებზე, რომელთა მიზანიც ქვეყნის ეკონომიკის ზრდის დაჩქარებაა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მნიშვნელოვანია თანამშრომლობის გააქტიურება ერთობლივი საინვესტიციო პროექტების განხორციელების კუთხით. უნგრეთის ელჩმა გამოთქვა მზადყოფნა, აქტიური წვლილი შეიტანოს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებაში. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)