|
2017-09-27 13:12:25, 2211 ნახვა
პოლიტიკა
წინასაარჩევნოდ ცესკო-მ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 5 ფაქტი დააფიქსირა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ მედიას წინასაარჩევნო დარღვევებსა და ხარვეზებზე მიაწოდა ინფორმაცია. კერძოდ, თამარ ჟვანიას თქმით, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის 5 ფაქტი გამოვლინდა. მისივე განმარტებით, ძირითადად დარღვევები საარჩევნო კამპანიის წესებთან და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთანაა დაკავშირებული: „ამ ეტაპზე ტენდენციის სახე მიეცა ისეთი ტიპის განცხადებებს, რომლებიც ეხება წინასაარჩევნო კამპანიის წესებსა და ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენებას. ადრე 2 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შევადგინეთ და გუშინდელი მოცემულობით კიდევ დამატებით 3 სამართალდარღვევა დაფიქსირდა. ისინი ეხებოდა საარჩევნო კამპანიის წესებსა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას“,-აღნიშნა თამარ ჟვანიამ. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)