22:13 - 04 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-27 11:15:55, 1930 ნახვა

საზოგადოება
კახეთში მევენახეების შემოსავლებმა 105 მილიონ ლარს გადააჭარბა

27 სექტემბრის 10.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 94 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული. 
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მევენახეების შემოსავლებმა რთველის დაწყებიდან დღემდე 105 მლნ ლარს გადააჭარბა. 
უწყების ინფორმაციით, ყურძენი ღვინის კომპანიებს 12 ათასამდე მევენახემ ჩააბარა.
აქტიური რთველი უახლოეს დღეებში საგარეჯოში გადაინაცვლებს, რაც ნიშნავს, რომ კახეთის დანარჩენ მუნიციპალიტეტებში რთველი დასასრულს უახლოვდება.
მთლიანი გადამუშავებული მოსავლიდან 44,3 ათასი ტონა რქაწითელი, 42,8 ათასი ტონა საფერავი, 2,85 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
ყურძნის გადამუშავების დღეღამურმა მაჩვენებელმა 3,8 ათასი ტონა შეადგინა. 
მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგი მდგომარეობაა: ყვარელში გადამუშავებულია - 30,3 ათასი ტონა, გურჯაანში - 26 ათასი ტონა, თელავში - 17,7 ათასი ტონა, სიღნაღში - 8,7 ათასი ტონა, ლაგოდეხში - 3,1 ათასი ტონა, დედოფლისწყაროში - 2,3 ათასი ტონა, ახმეტაში -  3 ათასი ტონა და საგარეჯოში -  2,8 ათასი ტონა.  
რთველთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მიღება დაინტერესებულ პირებს  შეუძლიათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე - 1501 და  ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდებზე:  http://georgianwine.gov.ge და http://rtveli2017.gov.ge.

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
ჰერჩინსკი - საქართველო ევროკავშირის კანდიდატად მხოლოდ სახელით რჩება
კალასი - იანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეულად ვიმსჯელებთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics