|
2017-09-27 11:11:09, 2123 ნახვა
საზოგადოება
ქუმსიშვილი: ბევრი უნდა გავაკეთოთ, რომ ოსი და აფხაზი ძმები მშვიდობიანი გზით დავიბრუნოთ
27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და მთავრობის წევრებმა საქართველოს მთავრობის სახელით ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და გმირთა მოედანზე დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. „24 წელი შესრულდა სოხუმის დაცემის დღიდან. დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ და ქედს ვიხრით იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც გმირულად დაეცნენ ამ ბრძოლაში. მინდა მივუსამძიმრო იმ ოჯახებს, რომელთა შვილები, მეუღლეები, დები და ძმები დაიღუპნენ ამ ომში. ამავე დროს, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ძალიან ბევრი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დავიბრუნოთ ოსი და აფხაზი ძმები, დავიბრუნოთ ისინი მშვიდობიანი გზით, ჩვენი ქვეყნის სიძლიერით და იმ სიყვარულით, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია შემდგომში ერთობლივად ცხოვრებისთვის,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)