|
2017-09-27 09:58:29, 2158 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი დღეს ანგელა მერკელს შეხვდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს, თბილისის დროით 12:30 საათზე, ბერლინში, ფედერალური კანცლერის ადმინისტრაციაში გიორგი კვირიკაშვილის და გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაზე ორი ქვეყნის ლიდერები საქართველო-გერმანიის ურთიერთობებს, რეგიონში არსებულ მდგომარეობას და საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის ასპექტებს განიხილავენ. ქართულ დელეგაციაში საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე იმყოფებიან. გიორგი კვირიკაშვილი პირველი უცხოელი ლიდერია, რომელსაც გერმანიის კანცლერი ბუნდესტაგის არჩვენებიდან სამ დღეში ხვდება.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)