|
2017-09-26 15:56:28, 2223 ნახვა
პოლიტიკა
ჩუგოშვილი მარშანიას: ეს უკვე არასერიოზულიც აღარ არის, სირცხვილია
„პატრიოტთა ალიანსის“ წევრ ადა მარშანიას გამონაკლისის სახით მიკროფონი კიდევ ერთხელ ჩაურთეს. მარშანია პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნასთან მივიდა და ირაკლი კობახიძეს მუხლ 2-თან დაკავშირებით შეთანხმება შეახსენა. კერძოდ, ადა მარშანიას განცხადებით, შეთანხმებულები იყვნენ, რომ კონსტიტუციაში ჩაიწერებოდა ფრაზა-საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზური და ქართული სახელმწიფო ენა დაცულია ორგანული კანონით. მარშანიას თქმით, დარიგებულ მასალებში სხვა ჩანაწერია: „თქვენი ტყუილები არ მთავრდება, კარგად მახსოვს ერთხმად შევთანხმდით იმაზე, რომ რედაქცია შეიცვლება. მე-8 მუხლი იყო ძველი კონსტიტუციის, ახლა არის მუხლი მე-2.სახელმწიფო სიმბოლოები, მე-3 პუნქტი. ძველი რედაქციაა რატომღაც დარჩენილი, ეს სერიოზული საკითხია, საკითხი ეხება აფხაზურ ენას და ქართულ ენას აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში. ჩვენი შემოთავაზებაა, საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, შემდეგი ფრაზა, არავითარი ხოლო- აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზური და ქართული სახელმწიფო ენა დაცულია ორგანული კანონით. გახსოვთ ძველი უხერხული რედაქცია, რომელიც ჩვენ ერთხმად შევცვალეთ. დარიგებულ მასალებში რატომღაც ძველი რედაქციაა“,-აღნიშნა ადა მარშანიამ. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ადა მარშანიას რეგლამენტის დაცვისკენ მოუწოდა: „ეს უკვე არასერიოზულიც აღარ არის, ქალბატონო ადა, სირცხვილია “,-მიმართა მარშანიას ჩუგოშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)