|
2017-09-26 15:12:48, 2266 ნახვა
პოლიტიკა
სამადაშვილი უმრავლესობას: თქვენ დღეს მიდიხართ ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ
„თქვენ დღეს მიდიხართ ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ და ეს აუცილებლად დაგიბრუნდებათ ძალიან ცუდად“, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე მმართველ გუნდს. დეპუტატმა საკონსტიტუციო ცვლილებების წარმოდგენილი პროექტი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი ცვლილებებს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე იღებს. „მე მინდა შეგახსენოთ, რომ ყველაფერი დროებითია, მათ შორის ის სკამები, რომელსაც დღეს თქვენ იკავებთ დროებითია. ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს ბევრი თქვენგანი იღებს გადაწყვეტილებას, იქიდან გამომდინარე, თუ რა არის ამ სკამის შესანარჩუნებლად მათთვის მისაღები დღეს და არა იქიდან გამომდინარე, თუ რა ჭირდება ქვეყანას. რაც შეეხება თქვენს მიერ წარმართულ საკონსტიტუციო პროცესს, ბატონო თავმჯდომარე, სამწუხაროდ საქართველოს კონსტიტუციას ბევრმა მიაყენა შეურაცხყოფა, მაგრამ თქვენ საკონსტიტუციო პროცესი აქციეთ უბრალოდ ფარსად. ამიტომ დღეს, როდესაც ამ ტრიბუნიდან გვესაუბრებით იმაზე, რომ ეს კონსტიტუცია არის წინ გადადგმული ნაბიჯი ქვეყნისთვის, მინდა შეგახსენოთ, რომ კონსტიტუცია არ ეკუთვნის არცერთ ჩვენთაგანს, კონსტიტუცია ეკუთვნის ქართველ ხალხს და თქვენ დღეს მიდიხართ ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ. ეს აუცილებლად დაგიბრუნდებათ თქვენ ძალიან ცუდად და ძალიან მალე. ჩვენ უნდა შეგვექმნა კონსენსუსი ქვეყნის მთავარ დოკუმენტზე, სამწუხაროდ, დღეს არათუ არ არსებობს კონსენსუსი, არამედ არსებობს კონსენსუსი სწორედ ამ დოკუმენტის წინააღმდეგ“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. ცნობისთვის, პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მესამე მოსმენით იხილავს. რიგგარეშე სხდომას, საკონსტიტუციო კომისიის წევრები, მთავრობის წარმომადგენლები, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელები და NGO-ები ესწრებიან.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)