|
2017-09-26 14:50:43, 2112 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: საკონსტიტუციო ცვლილებები ტარდება არა მმართველი ძალის სასარგებლოდ, არამედ ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით
ვერ იპოვით ვერც ერთ მუხლს ახალ კონსტიტუციაში, რომლითაც მმართველი ძალა იუმჯობესებს სუბიექტურ პოლიტიკურ პოზიციებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც კობახიძემ განმარტა, საქართველოში პირველად ხდება ის, რომ ცვლილებები ტარდება არა მმართველი ძალის სასარგებლოდ, არამედ ქვეყნის გრძელვადიანი ინტერესების გათვალისწინებით. მანვე დასძინა, რომ მმართველი გუნდი ახალი საკონსტიტუციო ტრადიციას ამკვიდრებს. "დღეს ჩვენ ვიღებთ საკონსტიტუციო ცვლილებებს. ეს არის დოკუმენტი, რომელიც არის აგებული ეროვნულ ინტერესებზე. ეს არის ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული ევროპული ტიპის კონსტიტუცია. პირველად ვიღებთ ჩვენ ასეთ კონსტიტუციას საქართველოში. ჩვენ გვქონდა ძალიან ნეგატიური, უარყოფითი საკონსტიტუციო ტრადიცია დამკვიდრებული ჩვენს ქვეყანაში. ყოველთვის როდესაც იცვლებოდა საქართველოს კონსტიტუცია ეს კეთდებოდა მმართველი ძალის, ხელისუფლების სასარგებლოდ. პირველად ხდება საქართველოში ის, რომ ცვლილებები ტარდება არა მმართველი ძალის სასარგებლოდ არამედ ქვეყნის გრძელვადიანი ინტერესების გათვალისწინებით. ეს ნიშნავს ახალი საკონსტიტუციო ტრადიციის დამკვიდრებას. ამ დოკუმენტს შეიძლება თამამად ეწოდოს კონსტიტუციის პირველი შესწორება. "პირველი შესწორება" რომელიც შევიდა კონსტიტუციაში ეხებოდა 5%-იანი ბარიერის ჩანაცვლებას 7%-იანი ბარიერით. მაშინ ამ ცვლილების ინიციატორი იყო მიხეილ სააკაშვილი, და არა მხოლოდ ამ ცვლილებისა, რომლებმაც შეუწყეს ხელი საქართველოში არასწორი საკონსტიტუციო კულტურის დამკვიდრებას. ჩვენ არასწორ ტრადიციას ვცვლით ძალიან სწორი ტრადიციით. ვერ იპოვით ვერც ერთ მუხლს, ახალ კონსტიტუციაში, რომლითაც მმართველი ძალა იუმჯობესებს სუბიექტურ პოლიტიკურ პოზიციებს. ამის სანაცვლოდ არის უამრავი მუხლი, სადაც მმართველი პარტია იუარესებს საკუთარ პოლიტიკურ პოზიციებს და ეს კეთდება იმისთვის, რომ საქართველოში დემოკრატიული განვითარების პროცესი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პარლამენტის თავმჯდომარემ, საკონსტიტუციო კომისიის წევრებს 4-თვიანი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. ცნობისთვის, პარლამენტის რიგგარეშე სხდომას, საკონსტიტუციო კომისიის წევრები, მთავრობის წარმომადგენლები, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელები და NGO-ები ესწრებიან.
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)