|
2017-09-26 10:28:03, 2768 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტი დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მესამე მოსმენით განიხილავს
დღეს, 14:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება. სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მესამე მოსმენით განიხილავენ. პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოსაწვევად, პარლამენტის თავმჯდომარემ 24 სექტემბერს, 14 საათზე, ელექტრონული საქმისწარმოების სისტემის მეშვეობით შესაბამისი წერილობითი მოთხოვნით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს, თუმცა პრეზიდენტმა სხდომის მოწვევაზე უარი თქვა. „24 სექტემბერს,14:00 საათზე გაიგზავნა ჩვენგან შეტყობინება ელექტრონული საქმისწარმოების სისტემის მეშვეობით. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ვადის ათვლა იწყება სწორედ მოთხოვნის წარდგენის მომენტიდან, აქედან გამომდინარე ჩვენ 48 საათის განმავლობაში უფლებამოსილი ვართ შევიკრიბოთ. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს იმის საშუალება, რომ 26 სექტემბერს, 14 საათიდან დავიწყოთ პლენარული სხდომა. შესაბამისად, ჩვენ შევუდგებით საკონსტიტუციო პაკეტის განხილვას“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)