|
2017-09-25 14:59:01, 2170 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: ცვლილებები მხოლოდ პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების შემდეგ ამოქმედდება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ იურიდიულ კომიტეტში საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით განხილვისას კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნები პირდაპირი წესით ჩატარდება. კობახიძის თქმით, ცვლილებები მას შემდეგ ამოქმედდება, რაც პირდაპირი წესით, ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი ფიცს დადებს: „ძალაში რჩება ის რეგულაცია, რომელიც იყო თავიდანვე ჩადებული კანონპროექტში. კერძოდ, ჯერ ჩატარდება საპრეზიდენტო არჩევნები, ახლადარჩეული პრეზიდენტი დადებს ფიცს და მხოლოდ ამის შემდეგ ამოქმედდება სრულად საკონსტიტუციო ცვლილებები. ეს ნიშნავს იმას, რომ მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნები, როგორც თავიდანვე იყო განსაზღვრული, ჩატარდება პირდაპირი წესით და მხოლოდ პირდაპირ არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების შემდეგ ამოქმედდება ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)