|
2017-09-25 13:40:55, 2297 ნახვა
პოლიტიკა
ჯანელიძის ინფორმაციით, უმეტეს ქვეყანაში ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებს შორის დაპირისპირებაა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის ინფორმაციით, უმეტეს ქვეყანაში ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებს შორის დაპირისპირებაა. ამის შესახებ ჯანელიძემ პარლამენტში, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. „ჩვენი ხედვა ემსახურება ერთიან დიასპორას. ჩვენ არ გვინდა არსებობდეს ისეთი პროექტები, რომლებიც დაქსაქსულობას და დაძაბულობას შეუწყობს ხელს დიასპორულ ორგანიზაციებს შორის. არავისთვის საიდუმლო არ არის და ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ ბევრ ქვეყანაში არსებობს დაძაბულობა და გარკვეულწილად დაპირისპირებაც დიასპორულ ორგანიზაციებს შორის. სხვადასხვა ფაქტორი და მიზეზია ამისთვის. ჩვენი მიზანია, რომ ამ ურთიერთობებს მაქსიმალურად კომფორტი შევუქმნათ სახელმწიფოს მხრიდან და არც ერთი პროექტი არ განვახორციელოთ, რომელიც დააპირისპირებს დიასპორულ ორგანიზაციებს. ჩვენი მიზანია განვახორციელოთ პროექტები და პროგრამები, რომლებიც ხელს შეუწყობენ დიასპორული ორგანიზაციების ერთობას”, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)