|
2017-09-24 18:33:29, 2258 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე: მივესალმები ყველა ადამიანთან შეხვედრას, რა პროფესიის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს ის
„ზოგადად, როდესაც, შეხვედრა იგეგმება, ამის შესახებ ამომრჩევლებს ვაწვდით ინფორმაციას. შეკრებებზე მოსულ მოქალაქეებს შორის ზოგი მასწავლებელია, ზოგიც კერძო ან საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანი. პედაგოგებიც ამომრჩევლები არიან და მე მივესალმები ყველა ადამიანთან შეხვედრას, ვინც არ უნდა იყოს და რა პროფესიის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს ის", - აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ რუსთავი 2-ის ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა, რომელიც საარჩევნო პროცესში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას ეხებოდა. "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატმა შეხვედრაზე მისულ ამომრჩეველს საჯაროდ, მედიის თანდასწრებით ჰკითხა, წარმოადგენდნენ თუ არა სასწავლო დაწესებულებებს, რაზეც მან უარყოფითი პასუხი მიიღო. კახა კალაძე დღეს დიღმის მასივის მოსახლეობას შეხვდა და საარჩევნო პროგრამის ძირითადი მიმართულებები გააცნო. თბილისის მერობის კანდიდატი თბილისის სხვადასხვა რაიონისა და უბნის მოსახლეობას ყოველდღიურ რეჟიმში ხვდება და მათ საჭიროებებს ადგილზე ეცნობა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)