|
2017-09-22 10:59:41, 2118 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი გაერო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტიერეშს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით შეხვედრის მთავარი თემები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობა და ჩართულობის პოლიტიკისა და ნდობის აღდგენის მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები იყო. გაერო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ მისთვის კარგად არის ცნობილი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, განსაკუთრებით იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობა. მხარეებმა დეტალურად განიხილეს ე.წ ბორდერიზციის პრობლემა, ის სირთულეები, რომელსაც აწყდებიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური ქართველები, განსაკუთრებით გამშვები პუნქტების დახურვის ფონზე. ასევე, წუხილი გამოითქვა გალის რაიონში სკოლებში ქართულ ენაზე სწავლის აკრძალვასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე განსაკუთრებით გაესვა ხაზი ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის მნიშვნელობას და მასში გაერო-ს და მისი წარმომადგენლის აქტიურ ჩართულობას. გენერალურმა მდივანმა განსაკუთრებული კმაყოფილება გამოხატა საქართველოს ხელისუფლების თანმიმდევრული პოზიციის გამო, კონფლიქტის მოწესრიგებასთან დაკავშირებით, იმ მძიმე გამოწვევების ფონზე, რომელიც შექმნილია ოკუპირებულ ტერიტორიებზე და განაცხადა, რომ საქართველოს გაერო-ს სრული მხარდაჭერა აქვს. გენერალური მდივნის მოწონება დაიმსახურა საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა ჩართულობის პოლიტიკისა და ნდობის აღდგენის კუთხით. შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ საქართველო კვლავაც დარჩება გაერო-ს დღის წესრიგის მთავარ პრიორიტეტებში.
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულმა სპეცრაზმელებმა ბრალი აღიარეს, მათ პატიმრობა შეუფარდეს
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)