|
2017-09-20 14:02:26, 2307 ნახვა
პოლიტიკა
საჯად კარიმი: მივიღეთ დასტური, რომ კონსტიტუციაში ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია იქნება ასახული
ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარე საჯად კარიმი იმედოვნებს, რომ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ასახული იქნება. როგორც მან დღეს გამართულ პრეს-ბრიფინგზე განაცხადა, ჯერჯერობით არის ყველა საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები სწორი მიმართულებით ხორციელდება. “საქართველოს პარლამენტის სპიკერი აქტიურად იყო ჩართული სამუშაო პროცესში ევროპის პარლამენტთან ერთად. ეს დიალოგი გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ რეფორმების პროგრამა როგორც პარლამენტის, ასევე ხალხის და სამოქალაქო საზოგადოების ხედვას შეესაბამება. მისგან მივიღეთ დასტური, რომ ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია კონსტიტუციაში იქნება ასახული. დიდ იმედს გვაძლევს ის ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობისგან, საქართველოს პარლამენტის წევრებისგან და თავმჯდომარისგან ასეთი დაპირება მივიღეთ“, - განაცხადა საჯად კარიმმა.
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულმა სპეცრაზმელებმა ბრალი აღიარეს, მათ პატიმრობა შეუფარდეს
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)