|
2017-09-20 13:06:43, 2018 ნახვა
პოლიტიკა
ვიქტორ დოლიძე ვიზიტით ისლანდიის რესპუბლიკაში იმყოფება
„ისლანდიამ საქართველო უკვე შეიყვანა უსაფრთხო ქვეყნების სიაში, ისლანდია აღიარებს საქართველოს, როგორც ერთ-ერთ რეფორმატორ, მნიშვნელოვან ქვეყანად და პარტნიორად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის და ასევე, მოგეხსენებათ, რომ ქვეყნის შიგნით ვიზალიბერალიზაციის კამპანიის პარალელურად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ აუცილებლად გადავდგათ ნაბიჯები ქვეყნის გარეთაც, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, რათა ნებისმიერ შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით მოვახდინოთ პრევენცია“-განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ისლანდიის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების კომენტირებისას. სახელმწიფო მინისტრმა 19 სექტემბერს ორმხრივი შეხვედრები გამართა ისლანდიის იუსტიციის მინისტრთან სიგრითურ ანდერსენთან და იმიგრაციის დირექტორატის უფროსთან კრისტინ ვიოლუნდადოტირთან. შეხვედრებზე მთავარ თემად სწორედ საქართველო-ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი განიხილეს. მხარეებმა იმსჯელეს შენგენის ზონაში თავისუფალი მიმოსვლის რეჟიმის დარღვევების აღსაკვეთად განხორციელებულ პრევენციულ ღონისძიებებზე როგორც საქართველოს, ისე ისლანდიის მხარიდან. სახელმწიფო მინისტრმა დეტალურად ისაუბრა საქართველოს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით წარმოებული საინფორმაციო კამპანიის შესახებ. თავის მხრივ, ისლანდიის ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზაობა აღნიშნული მიმართულებით საკუთარი გამოცდილებისა და ექსპერტული დახმარების თაობაზე. „ისლანდიის ხელისუფლების გადაწყვეტილება საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანის თაობაზე კონკრეტულად ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეების მიერ შეტანილი განაცხადი თავშესაფრის მოპოვების შესახებ დაკმაყოფილებული არ იქნება და საქართველოს მოქალაქები უმოკლეს პერიოდში დაბრუნებულები იქნებიან სამშობლოში“-აღნიშნა დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიგი გიგიაძემ შეხვედრების დასრულების შემდეგ. შეხვედრებზე მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესსა და პერსპექტივებზე. ვიქტორ დოლიძემ მადლობა გადაუხადა ისლანდიურ მხარეს საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის. (NS)
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულმა სპეცრაზმელებმა ბრალი აღიარეს, მათ პატიმრობა შეუფარდეს
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)