|
2017-09-19 10:50:23, 2247 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ ხანდამაშვილი: მე არ ვიქნები მერი, რომელიც ხალხს მხოლოდ არჩევნებისთვის ხვდება
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს’’ მერობის კანდიდატმა არჩილ ხანდამაშვილმა რამდენიმე შეხვედრა გამართა სოფელ მუკუზნის მოსახლეობასთან, ღვინის ქარხნებს ესტუმრა და რთველშიც მიიღო მონაწილეობა. „მე არ ვიქნები მერი, რომელიც ხალხს მხოლოდ აარჩევნებისთვის ხვდება“ - ამ სიტყვებით მიმართა არჩილ ხანდამაშვილმა სოფელ მუკუზანში შეკრებილ მოსახლეობას. მისივე თქმით, მუნიციპალიტეტს სოფლის მეურნეობის და ტურიზმის მიმართულებით განვითარების დიდი პოტენციალი აქვს, ამიტომაც არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ამ მიმართულებებით აქტიურად დაიწყებს მუშაობას. ,,მე ამ მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში დავიბადე და კარგად ვიცი როგორი მშრომელი ხალხიც ვართ, როგორი რუდუნებით ვუვლით თითოეულ ყურძნის მტევანს, როგორი წარმატება გველოდება ყველას ერთად, თუ ჩვენ სწორად დავსახავთ ჩვენს პრიორიტეტებს და შესაბამისად ვიმოქმედებთ. მე ვიცი, გურჯაანს აქვს განვითარების დიდი პოტენციალი რამდენიმე მიმართულებით, განსაკუთრებით კი, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის კუთხით", – აღნიშნა გურჯაანის მერობის კანდიდატმა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)