|
2017-09-18 22:17:09, 2269 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციის წევრებს შეხვდა
თბილისში ვიზიტით მყოფი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის ვიცე-სპიკერი მაპეი ჰუა, დელეგაციის წევრებთან ერთად, დღეს, პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გენერალურ მდივანს, კახა კალაძეს შეხვდა. მხარეებს შორის საუბარი ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობების ძირითად საკითხებს შეეხო. კახა კალაძემ ხაზი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს გაუსვა და აღნიშნა, რომ ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორი და სავაჭრო პარტნიორია. მხარეებმა საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ გაფორმებული შეთანხმების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს, რაც მათი შეფასებით, ორმხრივ სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას ახალ საფეხურზე აიყვანს. შეხვედრაზე ასევე,ახალი აბრეშუმის გზის პროექტი და ამ მიმართულებით, საქართველოს როლი და შესაძლებლობები განიხილეს. საუბარი შეეხო ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდის პერსპექტივებსაც. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის ვიცე-სპიკერის განცხადებით, ჩინეთი საქართველოს სანდო და საიმედო პარტნიორად განიხილავს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)