|
2017-09-16 18:56:03, 2689 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი რეგიონში მთავარ გამოწვევად უმუშევრობას ასახელებს
პარტია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” ზუგდიდის მერობის კანდიდატი, ლაშა გოგია, რეგიონში არსებულ მთავარ გამოწვევად უმუშევრობას ასახელებს. როგორც მან ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მერობის კანდიდატების წარდგენის შემდეგ განაცხადა, მიმდინარე წლის ბოლოს დაიწყება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება. “ჩემი მთავარი გამოწვევა დასაქმებაა, უკვე გვაქვს 4-წლიანი გეგმა, რომლის მიხედვითაც ინფრასტრუქტურული პროექტების რაოდენობა გაორმაგდება და შესაბამისად, ის პრობლემებიც გადაიჭრება, რომელიც დღეს ზუგდიდის მოსახლეობას აწუხებს”, - აღნიშნა გოგიამ. პრემიერ-მინისტრმა, “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” თავჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა დღეს ზუგდიდში სამეგრელო ზემო სვანეთის მერობის კანდიდატები წარადგინა. მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, ზუგდიდის მერობის კანდიდატი ლაშა გოგია იქნება, მესტიის - კაპიტონ ჟორჟოლიანი; ფოთის - გოჩა კურდღელია; აბაშის - ლევან მაკალათია, სენაკის - ლევან კუპრეიშვილი; მარტვილში ალექსანდრე გრიგალავას, ხოლო ხობში გოჩა ქაჯაიას კანდიდატურები დასახელდა; წალენჯიხის მერობის კანდიდატი ბესიკ ფარცვანია, ჩხოროწყუს კი დავით გოგუა იქნება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)