17:53 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-16 10:52:00, 2147 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე: მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ძველი თბილისის ათი ქუჩა რეაბილიტირდება

გუდიაშვილის სკვერი რეაბილიტირდება და ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი იქნება როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ტურისტებისთვის - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ კრწანისის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, რომელიც გუდიაშვილის სკვერში გაიმართა.

მისივე თქმით, ურბანული განვითარების გეგმის შესაბამისად მოხდება ისტორიული უბნების რეაბილიტაცია.

„წარმოვადგინეთ 10 ქუჩის დასახელება, რომლის განხორციელებასაც ვგეგმავთ და არჩევნების შემდეგ  ამ პროექტებს განვახორციელებთ. ძველი თბილისის განვითარება ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რადგან ყველამ კარგად დავინახეთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია რეაბილიტირებული ძველი თბილისი. რამდენად მნიშვნელოვანია ახალი სიცოცხლის შემოტანა. ეს ყველაფერი ვნახეთ აღმაშენებლის მაგალითზე,“ - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.

კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ტურისტული პოტენციალის უფრო მეტად გაზრდის მიზნით, გარდა ისტორიული უბნების რეაბილიტაციისა, სხვადასხვა კულტურულ-გასართობი ღონისძიებები და ფესტივალები დაიგეგმება.

„ჩვენს დედაქალაქში ვაპირებთ საინტერესო ფესტივალების გამართვას. ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, რაც მისასალმებელია და უფრო მეტი საინტერესო პროექტი განხორციელდება. ამასთან ერთად, ძველი თბილისის რეაბილიტაციით ადამიანები მეტად დაინტერესდებიან. ტურისტის ჩამოსვლით უფრო მეტი  შემოსავალი ჩნდება ბიუჯეტში, ადამიანებს მეტი შემოსავალი უჩნდებათ, ქალაქში ცხოვრება კი მეტად საინტერესო ხდება“ - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.

მისივე თქმით, ხელი შეეწყობა  მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას.

„შეიძლება ეს პირდაპირ მერიის მუნიციპალიტეტის ფუნქცია-მოვალეობა არ იყოს, თუმცა, ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია იმ პროგრამების ხელშეწყობა, რაც ეკონომიკის სამინისტროს აქვს წამოწყებული მეტი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით,“ - განაცხადა კახა კალაძემ.  

თბილისის მერობის კანდიდატი დღესვე კრწანისისა და ხეივნის ქუჩებზე მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრისას, კახა კალაძემ ხაზი გაუსვა ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორების მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებს, მუნიციპალური ტრანსპორტის განახლების, მულტიფუნქციური ცენტრების მშენებლობისა და სამშენებლო სტანდარტის საკითხებს. 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინმა მოსკოვის გარშემო კიდევ ერთი საჰაერო თავდაცვის რგოლის აშენება გადაწყვიტა
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics