|
2017-09-15 19:09:09, 1883 ნახვა
პოლიტიკა
კახი კალაძე ვაკის რაიონის მოსახლეობას შეხვდა
„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები, რაც პრობლემაა არამარტო თბილისში, არამედ ზოგადად, ქვეყანაში. ჩვენ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, რომ რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილი შევქმნათ, რათა მეტი ადამიანი გვყავდეს დასაქმებული და ნაკლები სოციალურად დაუცველი.“განაცხადა კახი კალაძემ ვაკის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრისას. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახი კალაძემ ვაკის 02 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი მუსხელიშვილიდა ვაკის 03 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ბირბიჩაძე წარადგინა. ვაკის პარკში გამართულ შეხვედრაზე,კახი კალაძემ ხელისუფლების მიერ 4წლის განმავლობაში გაკეთებულ პროექტებსა და მიღწევებზე ისაუბრა.“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა მოსახლეობას საარჩევნო გეგმა გააცნო. ისაუბრა საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემებზე.კახი კალაძის,განმარტებით თბილისს დაემატება ახალი სამარშუტო ხაზები,ავტობუსით მგზავრობა კი არა მხოლოდ კომფორტული არამედ პოპულარულიც გახდება.ასევე მეტროს სრული რეაბილიტაცია მოხდება. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა მოსახლეობას ჯანდაცვისადა სოციალური მიმართულებებით დაგეგმილი პროგრამების განხორცილებას დაპირდა-„2012 წლის მერე განხორციელებული რეფორმების შემდეგ ქვეყნის თითოეული მოქალაქე დაზღვეულია და საჭიროების შემთხვევაში ექიმისა და საავადმყოფოს ხარჯებს მუნიციპალიტეტიდა სახელმწიფო იხდის.ეს პროგრამები კვლავაც გაგარძელდება.სოციალური პროგრამების თვალსაზრისით,იმის მიუხედავად,რომ ძალიან ბევრი გაკეთდა,ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები ვისაც ჩვენი დახმარება ესაჭიროება.“ ვაკის რაიონის მოსახლეობას,კალაძე ახალგაზრდების სპორტული ცხოვრების მნიშვნელობაზე ესაუბრა.განაცხადა,რომ მისი მერად არჩევის შემთხვევაში,ყველა რაიონში მულტიფუნქციური სპორტული ცენტრები შეიქმნება. ვაკის პარკში გამართულ შეხვედრაზე, მოსახლეობას სიტყვით ვაკის რაიონის მაჟორიტარი დებუტატობის კანდიდატებმაც მიმართეს.გიორგი ბირბიჩაძემ და გიორგი მუსხელიშვილმა მოსახლეობის პრობლემები მოისმინა და არჩევნებში გამარჯვების შემთვევაში მათ მოგვარებას დაპირდა. საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.
(NS)
პუტინმა მოსკოვის გარშემო კიდევ ერთი საჰაერო თავდაცვის რგოლის აშენება გადაწყვიტა
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)