|
2017-09-15 10:37:48, 1949 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძემ მოსახლეობას კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატი წარუდგინა
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე კრწანისის მოსახლეობას შეხვდა და მაჟორიტარობის კანდიდატი თემურ გორგაძე წარუდგინა. კახა კალაძის თქმით, მას სრულად აქვთ გააზრებული ის პასუხისმგებლობა, რომელსაც თბილისის მერობა აკისრებს. „კარგად მაქვს მაქვს გააზრებული, თუ რას ნიშნავს იყო ქალაქის მერი, რამხელა პასუხისმგებლობა და რა გამოწვევებია, თუმცა მივიღე ეს გადაწყვეტილება და შემოვედი ამ ბრძოლაში ერთი მიზეზის გამო: დარწმუნებული ვარ, ამ ბრძოლაში არ ვიქნები მარტო, ზურგს გამიმაგრებს თქვენისთანა ადამიანები - რიგითი თბილისელები და ჩვენ ერთად შევძლებთ პრობლემების მოგვარებას,“ - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა. მისი თქმით, მას აქვს მკაფიო ხედვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა აღიკვეთოს ქაოტური განაშენიანება, გაუმჯობესდეს ეკოლოგიური მდგომარეობა, შეიქმნას მეტი მწვანე სივრცე, გაუმჯობესდეს და პოპულარული გახდეს მუნიციპალური ტრანსპორტი და განხორციელდეს ახალი, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები. „ვიზუალურად წარმოვადგენთ კონკრეტულ პროექტებს, რომლებიც განთავსდება სპეციალურ ვებგვერდზე, რათა თბილისელებმა შეძლონ კახა კალაძის, თბილისის მერიის და გამგეობების კონტროლი, თუ როგორ განხორციელდება ის პროექტები, რომლებზეც ჩვენ წინასაარჩევნოდ ვსაუბრობთ,“ - თბილისის მერობის კანდიდატმა. მისივე თქმით, გაგრძელდება სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები. კალაძის თქმით, გარდა ამისა, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და სპორტს. მანვე დასძინა, რომ ამ მიზნით ქალაქში მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსები აშენდება, რომლებიც ყველა ასაკის მომხმარებლისთვის იქნება განკუთვნილი. საზოგადოებას, ასევე, მიმართა კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატმა თემურ გორგაძემ. მან მადლობა გადაუხადა კახა კალაძეს და „ქართული ოცნების“ გუნდს ნდობისთვის გამოცხადებისთვის. (NS)
პუტინმა მოსკოვის გარშემო კიდევ ერთი საჰაერო თავდაცვის რგოლის აშენება გადაწყვიტა
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)