23:22 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-14 18:21:58, 2115 ნახვა

მსოფლიო
სააკაშვილი: პრეზიდენტობის დროს, სპეცსამსახურებს ჯაშუშების პირადი ცხოვრების ჩაწერასაც კი ვუკრძალავდი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლება მას უთვალთვალებს, - ამის შესახებ ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ქალაქ ჩერნოვციში, სასტუროს ნომერში, სადაც ის არის გაჩერებული, სათვალთვალო კამერების დამონტაჟება სცადეს.

„თავდაპირველად, ჩემმა დაცვამ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხალხის შემოჭრის მცდელობა აღკვეთა. მათ სპეციფიური ჩემოდნები ჰქონდათ. მათ შემოსვლა სცადეს, თუმცა ჩემმა დაცვამ არ შეუშვა. შესვლა სურდათ, თუმცა ჩემმა დაცვამ არ შემოუშვა, ამის შემდეგ კი, ბოდიში მოიხადეს და თქვეს, რომ ნომერი შეეშალათ. შემდეგ მათ დაიკავეს სხვა ნომერი, რომეშიც ვიპოვეთ სპეცტექნიკა. მაშინ, როდესაც მტერმა აღმოსავლეთით საზღვარი გაარღვია, როდესაც უკრაინა სავსეა ჯაშუშებით, როდესაც მედვედჩუკი პოროშენკოს მთავარი ბიზნესპარტნიორია და ყოველდღე უკრაინელ მძღოლებზე ფულს აკეთებს, როდესაც ქვეყანაში ყველაფერი იშლება და ინგრევა, ისინი დაკავებული არიან ჩემი პირადი ცხოვრების ჩაწერით. პეტრო ალექსეევიჩ, თავისუფალ დროს სხვა საქმე არ გაქვთ? გსურთ, ნახოთ, როგორ დადის სააკაშვილი ტუალეტში? თქვენი ცხოვრება არ გყოფნით? ჩემი პირადი ცხოვრებით, სექსუალური ისტორიებით ინტერესდებით? მყავს ასეთი ხალხი ნანახი, პუტინი იყო ამით დაკავებული, ჩვენ საქართველოში გვყავდა ნაძირალა ასლან აბაშიძე, რომელიც ამას აკეთებდა. ნუთუ არ გრცხვენიათ?! იცით, როდესაც მე ვიყავი პრეზიდენტი, ჩემს სპეცსამსახურებს ჯაშუშების პირადი ცხოვრების ჩაწერასაც კი ვუკრძალავდი. ერთხელ იყო ასეთი შემთხვევა, როდესაც მტრის ერთ-ერთი აგენტის ჩანაწერი მომიტანეს, რომელიც პირადი ხასიათის ინფორმაციას შეიცავდა და ჩვენს სამსახურებს ამის მისი გადმობირებისთვის გამოყენება უნდოდათ. ვთქვი - ახლა თქვენ ამას გაანადგურებთ და არასდროს ჩაწერთ მტერსაც კი მათ ნომრებში, ოთახებში, საძინებლებში, ტუალეტებში, აბაზანებში. თქვენ კი, რას აკეთებთ? რა არის ეს? ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ. კარგად იყავით, შეხვედრამდე კიევში“, - განაცხადა სააკასვილმა.

მიმართვაში ჩანს მიხეილ სააკაშვილის დაცვის მიერ ნაპოვნი ჩამწერი აპარატურა.  





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics