|
2017-09-14 17:07:55, 2146 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე: უნდა ავუხსნათ ახალგაზრდებს, რომ სწორი, ჯანსაღი ცხოვრება მნიშვნელოვანია
„პოპულარიზაციას გავუწევ ჯანსაღი ცხოვრების წესს. ამაზე იმიტომ არ ვსაუბრობ, რომ ჩემი ცხოვრება სპორტთან და ფეხბურთთან არის დაკავშირებული. ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია სპორტული, ჯანსაღი ცხოვრება“,-ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ სპორტის ფედერაციების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. კახა კალაძე ფედერაციების საჭიროებებს გაეცნო და ხაზი სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივას გაუსვა. „მაქვს შესაძლებლობა, რომ თქვენს მიერ წარმოდგენილი პროექტები ერთად მივიტანოთ ცენტრალურ მთავრობასთან, სპორტის სამინისტროსთან. შეიძლება ეს პირდაპირ მერიის ფუნქცია არ იყოს, თუმცა მე მზად ვარ, მთავრობასთან ერთად გავიარო ყველა პრობლემატური საკითხი. ვილაპარაკოთ ამაზე, წარმოადგინეთ თქვენი ხედვები, პროექტები, რათა უფრო მეტი ადამიანი დავაინტერესოთ, ასაკის მიუხედავად. შეიძლება ყველა ვერ გამოვიდეს პროფესიონალი სპორტსმენი, მაგრამ უნდა ავუხსნათ ახალგაზრდებს, რომ სწორი, ჯანსაღი ცხოვრება მნიშვნელოვანია და უკვე ასაკშიც გვეხმარება“ - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერობის კანდიდატმა სპორტის ფედერაციების წარმომადგენლებს საკუთარი ხედვები, მათ შორის, სპორტის განვითარებისა და ცხოვრების ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიმართულებით დაგეგმილი ნაბიჯები გააცნო. „ქალაქის ყველა რაიონში მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსები აშენდება, რათა ყველა თაობის ადამიანს ჰქონდეს შესაძლებლობა, ივარჯიშოს. ასეთი კომპლექსები დღეს კერძოა და ბევრს არ აქვს ამ თანხის გადახდის შესაძლებლობა. ეს იქნება ყველასთვის ხელმისაწვდომი მუნიციპალური პროექტი,“ - აღნიშნა კახა კალაძემ. მისი თქმით, ეკოლოგიური გამოწვევების დაძლევა, გამონაბოლქვის შემცირება და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მომავალი თაობისთვის. შეხვედრას ფიგურული სრიალის, სნოუბორდის, სამთო-სათხილამურო სპორტის, ტრამპლინიდან ხტომის და ფრისთაილის ფედერაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. (NS)
პუტინმა მოსკოვის გარშემო კიდევ ერთი საჰაერო თავდაცვის რგოლის აშენება გადაწყვიტა
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)