|
2017-09-12 06:07:26, 1972 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს მაშველებმა მყინვარწვერზე მყოფ ტურისტს დახმარება აღმოუჩინეს
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-დან შემოვიდა შეტყობინება, რომ ყაზბეგში, მყინვარწვერზე მყოფ ტურისტს, რომელსაც ქვედა კიდურის მოტეხილობა აღენიშნებოდა, დახმარება ესაჭიროებოდა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის სამთო მაშველებმა შეტყობინების მიღებისთანავე მყისიერი რეაგირება მოახდინეს. მათივე ცნობით, 4 500 მეტრ სიმაღლეზე მყოფი უცხოელი ტურისტი, რთული რელიეფის მიუხედავად, საკაცით ვერტმფრენამდე უსაფრთხოდ მიიყვანეს. სამაშველო ჯგუფთან ერთად, ექიმიც იმყოფებოდა, რომელმაც დაზარალებულს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწია. შსს-ს სამთო მაშველებმა, წარმატებით ჩატარებული სამაშველო ოპერაციის შედეგად, უცხოელი ტურისტი ყაზბეგის საავადმყოფოში უვნებლად გადაიყვანეს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)