2026-11-04 14:45:15, 457 ნახვა
სამართალი
გურჯაანში ავარიას 9 წლის ბავშვი ემსხვერპლა - ოჯახის სამი წევრი კი დაშავდა
გურჯაანში ავარიას 7 წლის ბავშვი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ კოლაგში გვიან ღამით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ბოძს შეეჯახა და დაბლობში გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულია სამი პირი - ავტომობილის მძღოლი, მისი ცოლი და 3 წლის გოგონა. ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილები.
კაცმა კლინიკა უკვე დატოვა, ხოლო დედა-შვილის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და კლინიკაში აგრძელებენ მკურნალობას.
ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფები იყო მობილიზებული.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან