05:56 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-12 02:01:24, 2195 ნახვა

საზოგადოება
დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი ცესკოს წინადადებით მიმართავს

დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წინადადებით მიმართავს.

"საარჩევნო კოდექსში ბოლოს განხორციელებული ცვლილებების თანახმად, გადასატანი ყუთის წამღები კომისიის ორი წევრი გამოვლინდება წილისყრით, კომისიაში შემავალი პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული და საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეული წევრებისაგან.

ეს უკანასკნელი გარემოება შესაძლებელია არათანაბარ პირობებში აყენებდეს საარჩევნო სუბიექტებს, ვინაიდან კომისიაში წევრის დანიშვნის უფლების მქონე პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკში გაერთიანების შემთხვევაში აღნიშნული სუბიექტები უპირატეს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. მიგვაჩნია, რომ აუცილებელია აღნიშნული საკითხის დარეგულირება, რაც უზრუნველყოფს ერთგვაროვანი მიდგომის ჩამოყალიბებას საარჩევნო კოდექსით დადგენილ მსგავს პროცედურებთან მიმართებით. 

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი მიმართავს ცესკოს წინადადებით, იმსჯელოს, გადასატანი ყუთის წამღები კომისიის ორი წევრის წილისყრით გამოვლენის პროცედურასთან დაკავშირებით, რათა აღნიშნულ პროცესში საარჩევნო სუბიექტებმა ისარგებლონ თანაბარი პირობებით", - ნათქვამია განცხადებაში. 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics