|
2017-09-11 09:20:36, 2014 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მასშტაბით ტყის სანიტარული ჭრები ხორციელდება
თბილისის მასშტაბით ტყის სანიტარული ჭრები ხორციელდება. როგორც თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მავნებლებით დაავადებული და გამხმარი ხეების მოჭრის სამუშაოები წყნეთში მიმდინარეობს, სადაც 1317 ძირი მავნებლებით დაზიანებული, ხმელი და ზეხმელი ხე მოიჭრა. "სანიტარული ჭრები განხორციელდა ასევე კოჯორსა და ოქროყანაში. თბილისის მერიის გამწვანების სამსახური სანიტარულ ჭრებს პერიოდულად ახორციელებს. მავნებლებით დაავადებული და ზეხმელი ხეების მოჭრა განხორციელდა კუს ტბაზე, ბეთანიაში, შინდისში, მთაწმინდის მიდამოებში, გლდანსა და ავჭალაში. აღნიშნული ღონისძიებები კომპლექსურად ხორციელდება. იგი მნიშვნელოვნად შეზღუდავს დედაქალაქის მასშტაბით მცენარეთა მავნებელი დაავადებების გავრცელებას და შესაბამისად, მცენარეული საფარის ხმობას. 2013-2015 წლებში ქართველი და უცხოელი ექსპერტების კვლევებზე დაყრდნობით თბილისის შემოგარენის ფიჭვების კვლევისას დაფიქსირდა შემდეგი მავნებლები: ქერქიჭამიები, ლაფნიჭამიები და ხარაბუზები, აგრეთვე დაავადებების გამომწვევი სოკოები, რომელთაც დააჩქარეს დასუსტებული ხეების ხმობის პროცესი. თბილისის მერიის მიერ განხორციელდა დედაქალაქში არსებული ფიჭვნარების დეტალური კვლევა და ფიტოსანიტარიული მდგომარეობის შეფასება, რომლის გათვალისწინებითაც რეაგირების ღონისძიებების გეგმა შემუშავდა",-ნათქვამია განცხადებაში. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)