05:31 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-11 04:57:45, 2310 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მეტროში ახალი ფორმისა და დიზაინის მოდერნიზებული ვაგონები იმოძრავებს

მეტროს მოძრავი შემადგენლობის განახლებისა და მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანია, თბილისის მერიის მხარდაჭერით, მეტროს ვაგონების მოდერნიზებას აგრძელებს.

მერიის ინფორმაციით, 2017 წელს კომპანია მგზავრებს  სრულიად ახალი ფორმისა და დიზაინის მოდერნიზებულ ვაგონებს სთავაზობს, რომელთა განახლება  სატრანსპორტო კომპანიის მფლობელობაში არსებული ელექტრო მოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხანაში მოხდა. მოდერნიზაციის ფარგლებში, შეიცვალა მემანქანის კაბინის ფორმა და გაიზარდა მისი მოცულობა, რამაც შექმნა დამატებითი სივრცე მემანქანისთვის. კაბინა აღიჭურვა თანამედროვე ტიპის მართვის პულტით. ასევე  შეიცვალა  ვაგონების გარე და შიდა დიზაინი და ფერები. სალონში ძველი სანათები ახალი, დიოდური სანათებით შეიცვალა, ვაგონებში დამონტაჟდა შიდა დაკვირვებისა და გარე, ბაქანის საკონტროლო კამერები. მგზავრების კომფორტისთვის, ვაგონებში განთავსდა სპეციალური მონიტორები და მობილური მოწყობილობების დასატენი USB შესაერთებლები. ძველი ტიპის მექანიკური, კონტაქტორული დეტალები სრულად შეიცვალა თანამედროვე სტანდარტების მიკროპროცესორული სქემებით აღჭურვილი კვანძებით.

ელექტრო მოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხანაში ახალი ვაგონები  თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მისმა მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ, სატრანსპორტო კომპანიის დირექტორმა ნუგზარ ჭეიშვილმა და ქარხნის დირექტორმა გელა ძიძიკაშვილმა დაათვალიერეს.

დავით ნარმანიას განცხადებით, ეს არის პირველი მატარებელი, რომელსაც  სრული მოდერნიზაცია ჩაუტარდა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ის, რომ  მატარებელი ახალი მერტოსადგურის გახსნისთანავე შევა ექსპლუატაციაში.

„დღეს მოხდა ახალი მატარებლის პირველადი ტესტირება. ვაგონი არის მოდერნიზებული და  ძალიან კომფორტული. დარწმუნებული ვარ, რომ მგზავრებს  მოეწონებათ და გაცილებით უფრო კომფორტულად იმგზავრებენ, ვიდრე ადრე მგზავრობდნენ. ეტაპობრივად, დაგეგმილია ყველა ვაგონის მოდერნიზაცია“, - განაცხადა თბილისის მერმა.

2017 წელს თბილისის მეტროს მგზავრებს 8  განსხვავებული ფორმისა და დიზაინის, სრულიად განახლებული და მოდერნიზებული ვაგონი მოემსახურება,  საიდანაც 4 უკვე მზად არის და  სატრანსპორტო კომპანიას ექსპლუატაციაში გადაეცა. კიდევ 4 ვაგონი ოქტომბრის დასაწყისში იქნება მზად.

შეგახსენებთ, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2017 წელს აღნიშნული 8 ვაგონის გარდა, კაპიტალური რემონტი  16 ვაგონს ჩაუტარა, წლის ბოლომდე  დამატებით კიდევ 12 ვაგონის განახლება იგეგმება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics