14:26 - 04 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-04 13:25:12, 506 ნახვა

სამართალი
მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ საპატიმრო დატოვეს

4 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტის წევრებმა - მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე პენიტენციური დაწესებულება დატოვეს.

ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ორივე მათგანმა მედიასთან კომენტარი გააკეთა. მურთაზ ზოდელავამ განაცხადა, რომ მას პოლიტიკური გეგმები არ აქვს და საკუთარ თავს პოლიტიკაში ვერ ხედავს.

"[4 ოქტომბერზე] მე პასუხისმგებლობა ავიღე და სასჯელიც მოვიხადე [...] პასუხისმგებლობა მქონდა და ახლაც მაქვს - მარტივი არაა, როცა შენ რაღაცას მოუწოდებ და ამის შემდეგ ათეულობით ადამიანი ციხეში აღმოჩნდება. ეს მძიმე პასუხისმგებლობაა, რომელსაც ახლაც ვგრძნობ. ამიტომაც მოვუწოდებდი მათ, რომ საპროცესო შეთანხმებით ესარგებლათ და მიხარია, რომ უმრავლესობამ ეს გააკეთა [...] ყველაფერი, რაც მე გავაკეთე, ეს 4 ოქტომბერს იყო, მანამდე თუ შემდეგ, ჩემი გადმოსახედიდან, ჩემი ქვეყნისთვის გავაკეთე [...]

არანაირი პოლიტიკური გეგმები არ მაქვს, ცხადია. ბევრი მიზეზის გამო. ციხეში 50 წლის გავხდი, ბავშვიც არ ვარ, ამიტომ რაღაც გადაფასებები ხდება, ადამიანი ბევრ რამეზე ფიქრობს. მე ჩემს თავს პოლიტიკაში ვერ ვხედავ, ყოველ შემთხვევაში და ეს, რა თქმა უნდა, არ უკავშირდება არანაირ საპროცესო შეთანხმებას, იმიტომ, რომ ეს შეთანხმება უბრალოდ ბრალის აღიარებას დაეფუძნა და არა ვინმესთან რაიმე პირობებს". - თქვა ზოდელავამ.

ლაშა ბერიძემ კი თქვა, რომ მისი აზრით, 4 ოქტომბერი შედგა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
გერმანიამ დემოკრატებს აშშ-ის შუალედურ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
სანჩესი- ამერიკულმა საზოგადოებამ ხმა მისცა იმ პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელიც მხოლოდ გაღარიბებას იწვევს, სიძულვილის წინააღმდეგ, სექსიზმის წინააღმდეგ
სააკაშვილი - ჩვენ მივაღწევთ ნამდვილ არჩევნებს, დავამტკიცებთ, რომ ხელისუფლება ეკუთვნის ხალხს და არა მილიარდერს
მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ საპატიმრო დატოვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics