|
2017-09-11 01:53:52, 2104 ნახვა
საზოგადოება
კახა კახიშვილი პრობაციის მესამე მსოფლიო კონგრესში მონაწილეობს
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის ხელმძღვანელობით, უწყების დელეგაცია, აშშ-ის ნარკოტიკებთან ბრძოლისა და კანონის აღსრულების საერთაშორისო ბიუროს (INL) მხარდაჭერით, პრობაციის მესამე მსოფლიო კონგრესში მონაწილეობს. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, კონგრესი 9-15 სექტემბერს, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარეობს. უწყების ცნობით, მსოფლიო კონგრესი პრობაციის სფეროში ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა, რომლის მიზანია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემების განვითარების ხელშეწყობა და აღნიშნული მიმართულებით გლობალური ქსელის გაფართოება. საქართველოს პრობაციის ეროვნული სააგენტო, რომელიც 2010 წლიდან პრობაციის ევროპული კონფედერაციის (CEP) წევრია, პრობაციის მსოფლიო კონგრესში პირველად მონაწილეობს. ამასთან, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი, კახა კახიშვილი იაპონიის იუსტიციის მინისტრს, იოკო კამიკავას შეხვდება. შეხვედრის მიზანი იაპონურ მხარესთან თანამშრომლობის გაღრმავება და გამოცდილების ურთიერთგაზიარებაა. კახა კახიშვილი იაპონელ კოლეგას საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ პენიტენციურ სისტემაში ადამიანის უფლებების დაცვისა და სარეჟიმო პირობების უზრუნველყოფის, პენიტენციური ჯანდაცვის გაუმჯობესების, პატიმრობის ალტერნატიული სასჯელების განვითარების, მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისა და დასაქმების მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებს გააცნობს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)