16:29 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-10 09:43:07, 2294 ნახვა

პოლიტიკა
ოზურგეთის მერობის კანდიდატი ბეგლარ სიორიძე იქნება

პარტია „ქართულმა ოცნება - დემოკრატიულმა  საქართველომ“   ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოზურგეთის მერობის კანდიდატად მოქმედი  მერი ბეგლარ სიორიძე წარადგინა.

სიორიძის თქმით, გასული სამი წელიწადი წარმატებული იყო, თუმცა მუნიციპალიტეტი კვლავბევრი საინტერესო გამოწვევის წინაშე დგას.

„ნამდვილად მეამაყება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უკვე მეორედ, ამჯერად, გაერთიანებული მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად წარმადგინა“, თუმცა ეს გაასმაგებულ პასუხისმგებლობას მაკისრებს. გასული სამი წელიწადი ნამდვილად წარმატებული იყო, რაშიც ჩვენი მოსახლეობადამეთანხმება, თუმცა ჩვენ გაცილებით ბევრი საინტერესო გამოწვევის წინაშე ვდგავართ“, - განაცხადა მერობის კანდიდატმა.

მისივე თქმით, ოზურგეთში პრიორიტეტი კვლავ ინფრასტრუქტურული პროექტები იქნება, თუმცა პარალელურად, ყველა ის საინტერესო პროექტი განხორციელდება, რომელიც ადგილობრივიმოსახლეობის კეთილდღეობას მოემსახურება.   

პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეგიორგიკვირიკაშვილმაოზურგეთში დღეს, გურიის რეგიონის მერობისკანდიდატებიწარადგინა.

პარტიის სახელით, ოზურგეთის მერობის კანდიდატი ბეგლარ სიორიძეიქნება; ლანჩხუთის - ალექსანდრე სარიშვილი, ხოლო ჩოხატაურის- ირაკლი კუჭავა.

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics