|
2017-09-09 09:40:33, 2358 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე მხარდამჭერებს: შეგიძლიათ მოხვიდეთ ნებისმიერ დროს, მოგვაწოდოთ თქვენი იდეები და ხედვები - მზად ვართ, გავიზიაროთ
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, მოქალაქეებს, რომელთაც თბილისის განვითარებაში მონაწილეობის სურვილი აქვთ, თანამშრომლობას სთავაზობს. როგორც კახა კალაძემ მხარდამჭერთა კლუბის გახსნაზე განაცხადა, მოქალაქეების მხრიდან ბევრი სატელეფონო ზარი და შეტყობინება განხორციელდა, რომლებიც ინტერესდებიან, თუ როგორ შეიძლება ჩაერთონ იმ პროცესებში, რაც თბილისის განვითარებისთვის უნდა დაიწყოს და სად შეიძლება წარადგინონ საკუთარი იდეები ამ მიმართულებით. „ამიტომ გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა თბილისის გულშემატკივართა თავშეყრის ადგილი, სადაც მოვლენ ადამიანები, რომლებსაც სურვილი აქვთ მონაწილეობა მიიღონ ქალაქის განვითარებაში. ეს ადგილი იმუშავებს ყოველდღიურ რეჟიმში, შეგიძლიათ მოხვიდეთ ნებისმიერ დროს, მოგვაწოდოთ თქვენი იდეები, ხედვები - ჩვენ მზად ვართ, გავიზიაროთ“, - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა. კახა კალაძემ დედაქალაქის მერის პასუხისმგებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ამ ბრძოლაში მარტო არ არის. რუსთაველის გამზირზე, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის მხარდამჭერთა კლუბი გაიხსნა, რომელსაც თემურ მიქელაძე უხელმძღვანელებს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)