|
2017-09-09 09:34:00, 2633 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძის მხარდამჭერთა კლუბს თემურ მიქელაძე უხელმძღვანელებს
რუსთაველის გამზირზე, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატ კახა კალაძის მხარდამჭერთა კლუბი გაიხსნა, რომელსაც თემურ მიქელაძე უხელმძღვანელებს. მხარდამჭერთა კლუბი თავად კახა კალაძემ გახსნა და კლუბის ხელმძღვანელი საზოგადოებას წარუდგინა. „ჩემთვის დიდი პატივია თქვენს წინაშე გამოსვლა. ვიცი, რომ კახა კალაძე თბილისის წარმატებული მერი იქნება. ის ჩვენთვის აუცილებელ სიცოცხლით სავსე ქალაქს შექმნის, სადაც იქნება რეკრეაციული ზონები, ტურისტულად მოწყობილი უბნები და ჩვენი ბავშვები იქნებიან მაქსიმალურად დაცული“, - განაცხადა თემურ მიქელაძემ. მისივე თქმით, მხარდამჭერთა კლუბში გარკვეულ იდეებს შეაგროვებენ და თბილისის მერობის კანდიდატს შესთავაზებენ. თემურ მიქელაძემ თბილისის მერობის კანდიდატს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)