|
2017-09-08 09:04:04, 2284 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს პოლონეთის დელეგაცია ესტუმრა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს ესტუმრა პოლონეთის დელეგაცია, რომლის წევრებიც ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში მოწყობილ მცირე გამოფენაზე გენერალ ალექსანდრე ზაქარიაძესთან დაკავშირებულ დოკუმენტებს გაეცნენ. გარდა ამისა, ეროვნული არქივის გენერალურ დირექტორთან, თეონა იაშვილთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხზე ისაუბრეს. ეროვნული არქივის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: პოლონეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს, განათლების, კულტურისა და მემკვიდრეობის დეპარტამენტის დირექტორი სლავომირ ფრატჩაკი, პოლონეთის სამხედრო მუზეუმის დირექტორი ადამ ბულავა, კატინის მუზეუმის დირექტორი ევა კოვალსკა და სხვები. გენერალი ალექსანდრე ზაქარიაძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 1918 წლიდან მსახურობდა, ხოლო 1919-1921 წლებში გენერალური შტაბის უფროსი იყო. ემიგრაციაში წასვლის შემდეგ, 1939 წლამდე, ის პოლონურ არმიაში დივიზიის გენერლის წოდებით მოღვაწეობდა. ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილების თანამშრომელმა დიმიტრი სილაქაძემ სტუმრებს დეტალურად გააცნო გენერალ ალექსანდრე ზაქარიაძესთან დაკავშირებული როგორც საქართველოს, ისე პოლონეთის თავდაცვის სისტემაში მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტები. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)